ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„ოფლი, სისხლი, ცრემლები...“ - მოურინიო რომადან გათავისუფლებას ეხმაურება

ჟოზე მოურინიო „რომადან“ გათავისუფლებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განცხადება გაავრცელა და რომაულ კლუბში გატარებული დრო 10 სიტყვით შეაფასა.

რას წერს მოურინიო:

ოფლი, სისხლი, ცრემლები, სიხარული, სევდა, სიყვარული, ძმები, ისტორია, გული, მარადისობა.

გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გაგების შემდეგ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა იტალიელ ჟურნალისტებთან ცრემლები ვერ შეიკავა.

 

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო „რომას“ მთავარ მწვრთნელად 2021 წელს დაინიშნა და ყველა დიდი წარმატება, რომელსაც მან კლუბთან ერთად მიაღწია, 2023 წელს კონფერენს ლიგის მოგება იყო.

„რომამ“ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამავე კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი, დანიელე დე როსი ჩაანაცვლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორც იქნა, მისი დრო დადგა“ | კვარას წარმომადგენლები ნაპოლის ბოსებს შეხვდებიან
„როგორც იქნა, მისი დრო დადგა“ | კვარას წარმომადგენლები ნაპოლის ბოსებს შეხვდებიან