ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჯასტინ გეიჯი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

თოფურია VS ვოლკანოვსკის ოფიციალური პოსტერი | დენამ მაგარი ჩხუბი დააანონსა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია მომდევნო ჩხუბს საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს და ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. რამდენიმე საათის წინ, UFC-იმ აღნიშნული ბრძოლის ოფიციალური პოსტერი გაავრცელა, რომელსაც ცუდი გამოხმაურება მოჰყვა და MMA-ის მოყვარულთა უმრავლესობამ მას „საშინელი“ უწოდა.

„ელ მატადორისა“ და „ვოლკის“ პოსტერის გავრცელებიდან მალევე, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა მაგარი ბრძოლა დააანონსა. 13 აპრილს, UFC 300-ზე, ჯასტინ გეიჯი და მაქს ჰოლოუეი სიმბოლური BMF-ის (Baddest Motherfucker) ქამრისთვის იჩხუბებენ.

გეიჯიმ ბოლო ბრძოლა დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამართა და BMF-ის ტიტული მეორე რაუნდში მოპოვებული ნოკაუტით დაისაკუთრა. ჯასტინს კარიერაში 29 ბრძოლა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 25 გამარჯვებაა. ჰოლოუეის რაც შეეხება, მაქსმა ბოლო ბრძოლაში „კორეელ ზომბის“ მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოვსარ ევლოევი: „ვოლკანოვსკი ფავორიტია, თუმცა ილიას მოგება უფრო მაწყობს“
მოვსარ ევლოევი: „ვოლკანოვსკი ფავორიტია, თუმცა ილიას მოგება უფრო მაწყობს“