ილია თოფურია, იაირ როდრიგესი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

იაირ როდრიგესი თოფურიაზე: „ვნახოთ, ვინ იქნება ჩვარი...“

UFC-ის ქვე-მსუბუქი კატეგორიის მებრძოლმა, იაირ როდრიგესმა იუთუბერ Papa Legaspi-სთან სტუმრობის დროს ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. როგორც როდრიგესი ამბობს, თოფურიამ მას ერთ-ერთ ინტერვიუში ჩვარი უწოდა.

იაირ როდრიგესი:

პირველმა პროვოცირება ილიამ დაიწყო, როდესაც ჩვარს შემადარა. როდესაც ვოლკანოვსკიდან ქამრისთვის ვიბრძოდი, მან თქვა, რომ ამას ჩვარივით ვაკეთებდი. მე კი ვეუბნები - „ვნახოთ, ვინ იქნება ჩვარი, როდესაც ერთმანეთს შევხვდებით“. შესაძლოა ახლა ამის დრო არაა, მაგრამ ვიდეო ვიპოვე და მასაც ილიას მსგავსი ენერგია ჰქონდა, გვაჩვენენებდა თითქოს რაღაცას აკეთებდა, რომ უსაფრთხოების ფასადი მოერგო, მაგრამ ვერ მომატყუებს.

თუ ვოლკანოვსკისთან გაიმარჯვებს, მასთან ესპანეთში ჩხუბის სურვილი მექნება. ზოგადად, ესპანეთი ძალიან მიყვარს და არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის ადგილობრივი გულშემატკივარი, ისინი იმას მიიღებენ, რაც უნდათ. ყველას თავისი აზრი ექნება, ზოგი ჩემს სასარგებლოდ, ზოგიც კი ილიასი. თუმცა, ვფიქრობ, რომ ვოლკანოვსკისთან გამარჯვების შემთხვევაში მისი მომდევნო მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შორის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა 17 თებერვალს, UFC 298-ზე გიამართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის კარგი თამაში - უოტფორდის გამარჯვება და ქართველის პროგრესი
ჩაკვეტაძის კარგი თამაში - უოტფორდის გამარჯვება და ქართველის პროგრესი