ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ქაოსი გასახდელში | ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მოთამაშეებს დაუპირისპირდა

აფრიკის ერთა თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, ვიქტორ ოსიმენის ნიგერია ეკვატორულ გვინეას დაუპირისპირდა. „სუპერ არწივები“ ფავორიტები იყვნენ, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირეს და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ნიგერიული პრესის ინფორმაციით, მატჩის შემდეგ, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გასახდელში ჩავიდა და „სუპერ არწივების“ მოთამაშეებს დაუპირისპირდა. მან ფეხბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, გასახდელში „წარმოუთქმელი ფრაზები“ გაისმა და ამასთან, მათ ეროვნული გუნდიდან მოკვეთით დაემუქრა.

ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის პირველი პირის ერთ-ერთი სამიზნე ოსიმენი გახლდათ, რომელმაც რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გააფუჭა. „ოსი“ „სუპერ არწივების“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე პესეირომ დაიცვა, განაცხადა, რომ მისმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს და სასურველი შედეგი უიღბლობის გამო ვერ დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ ნიგერია მომდევნო შეხვედრას 18 იანვარს გამართავს და მასპინძელ კოტ-დივუარს დაუპირისპირდება, ბოლო ტურში კი მისი მეტოქე გვინეა ბისაუ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუძლებელს შესაძლებლად ვაქცევთ“ | ლუქსემბურგის ნაკრების თავკაცი საქართველოსთან მატჩზე
„შეუძლებელს შესაძლებლად ვაქცევთ“ | ლუქსემბურგის ნაკრების თავკაცი საქართველოსთან მატჩზე