დემიენ ლილარდი, იანის ანტეტოკოუნმპო, ბობი პორტისი, დომანტას საბონისი, დიაარონ ფოქსი, მალიკ მონკი
Aa
Aa

3-ქულიანი საფინალო სირენასთან ერთად | ლილარდმა მილუოკის მოაგებინა

„მილუოკი ბაქსმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და „საკრამენტო კინგსი“ უდრამატულეს ბრძოლაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო გამარჯვებულის გამოსავლენად საკმარისი არ აღმოჩნდა და „ბაქსმა“ სასურველი შედეგი ოვერტაიმში დააფიქსირა.

„მილუოკი“ წაგებასთან ძალიან ახლოს იყო. შეხვედრის დასრულებამდე 18 წამით ადრე, „ბაქსი“ 4 ქულით აგებდა და მალიკ მონკს „საკრამენტოს“ უპირატესობის 6 ქულამდე გაზრდა შეეძლო. მონკმა ორივე საჯარიმო გააფუჭა, რასაც ბრუკ ლოპესის სამქულიანი მოჰყვა - 140:141. „საკრამენტოს“ მომდევნო შეტევაში, „მილუოკი“ დიაარონ ფოქსზე დაჯარიმდა, რომელმაც 2-დან 1 სროლა გამოიყენა და „ბაქსს“ მოსაგებად 5 წამი დაუტოვა.

„მილუოკის“ გამთამაშებლისთვის, დემიენ ლილარდისთვის ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა. „დეიმ დოლამ“ საფინალო სირენასთან ერთად, ურთულესი სამქულიანი ჩააგდო და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა - 143:142. ლილარდმა შეხვედრა 29 ქულით დაასრულა და კარიერული მიღწევაც გაიფორმა. იგი NBA-ის ისტორიაში მეხუთე კალათბურთელია, რომელსაც 2500 სამქულიანი აქვს ჩაგდებული.

ლილარდთან ერთად ბრწყინვალე იყო იანის ანტეტოკოუნმპო, რომელმაც სამმაგი დუბლი გააკეთა - 27 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი. მალიკ ბიზლის 23 ქულა ჰქონდა, ბობი პორტისს - 22. „საკრამენტოს“ 32 ქულით დიაარონ ფოქსმა ულიდერა. დომანტას საბონისმა სამმაგი დუბლი გააკეთა - 21 ქულა, 13 მოხსნა, 15 ასისტი, მონკს კი 28 ქულა ჰქონდა.

ცნობისთვის,  „მილუოკი“ 28 მოგებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორეა. „საკრამენტოს“ 23 მოგება და 16 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NBA: მამუკელაშვილის გაზრდილი სათამაშო დრო და კარგი მატჩი
NBA: მამუკელაშვილის გაზრდილი სათამაშო დრო და კარგი მატჩი