ბარსელონა, გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის სუპერმატჩი - ტენერიფე ბარსელონასთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულის სხვაობით, 80:83 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად „ტენერიფეს“ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა. შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და რომ არა მარცხი, მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდებოდა. ქართველმა კალათბურთელმა 28 წუთის განმავლობაში 22 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა დააფიქსირა. შერმადინმა 4-დან 2 საჯარიმო და 14-დან 10 ორქულიანი ჩააგდო, ასევე, ბურთი სამჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი „ბარსელონას“ ერთ-ერთი ლიდერი, დარიო ბრიუზელა გახდა, რომელმაც 27 წუთში 16 ქულა, 1 მოხსნა და 2 ასისტი მოაგროვა.

18 ტურის შემდეგ, „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 9 მოგებითა და 9 მარცხით მე-8 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 20 იანვარს, სტუმრად „ობრადოიროსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები