ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავი: რეალი ახლა შარშანდელზე უკეთესი გუნდია, მაგრამ ფინალი ჩვენ უნდა მოვიგოთ

ჩავიმ „ოსასუნასთან“ გამარჯვების (2:0) და ესპანეთის სუპერ თასის ფინალში გასვლის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და „რეალთან“ მოახლოებული დაპირისპირება შეაფასა.

„ზოგადად ფინალებს არ თამაშობენ, მათ იგებენ. და იმედი მაქვს კვირას ჩვენ გავიმარჯვებთ.

ჩვენ გვინდა შევეჯიბროთ მეტოქეს, რომელიც გუშინ ძალიან კარგ მდგომარეობაში ვიხილეთ. რეალმა ატლეტიკოსთან კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ კლასიკოში ფავორიტები არ არიან. იმედი მაქვს, შარშანდელი ფინალის სცენარს მივიღებთ.

იმედი მაქვს, რომ შარშანდელის მსგავსად იმ დონის თამაშის დემონსტრირებას შევძლებთ, რადგან ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, მას შემდეგ, რაც ბარსა ჩავიბარე.

მადრიდელები ახლა უკეთესები არიან, ვიდრე შარშან, მაგრამ ჩვენ ვეცდებით ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. ბევრს არაფერს შევცვლით. გუნდი ძალიან მოტივირებულია. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი.

ჩვენი თამაშის სტილი, ჩვენი მეთოდოლოგია ამის თქმის საფუძველს მაძლევს. შარშანდელ ფინალში შევძელით რეალის წინააღმდეგ ის ფეხბურთი გვეთამაშა, რომელიც გვსურდა. ლა ლიგის წლევანდელ კლასიკოში ამის გაკეთება მე-60 წუთამდე შევძელით.

დიდი მოტივაცია გვაქვს, ჩვენი დეენემი უნდა ვაჩვენოთ, დროა ნაბიჯი წინ გადავდგათ და მოვიგოთ“.

- განაცხადა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ სუპერ თასის ფინალი კვირას 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აზაროვი: ხვიჩას აქვს ის, რაც ბევრ ქართველს არ ჰქონდა  და კარიერა გაინადგურეს
აზაროვი: ხვიჩას აქვს ის, რაც ბევრ ქართველს არ ჰქონდა და კარიერა გაინადგურეს