ევროპის ჩემპიონატი: ბრძოლა შედგა - საქართველო ნიდერლანდებთან დამარცხდა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი: ბრძოლა შედგა - საქართველო ნიდერლანდებთან დამარცხდა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ტიტე კალანდაძის გუნდი ჯგუფში ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, ნიდერლანდებთან და შვედეთთან ერთად მოხვდა.

პირველ ტურში ჩვენი მეტოქე ნიდერლანდები იყო, რომელთანაც 29:34 დავმარცხდით.

შეხვედრის წინ, ფავორიტის სტატუსი ნიდერლანდელებს ჰქონდათ და საბოლოოდ მათ მოლოდინიც გაამართლეს და საქმე ბოლომდე მიიყვანეს, თუმცა საქართველომ ღირსეულად ითამაშა და ბრძოლა შედგა.

პირველი ტაიმი კალანდაძის გუნდმა ცუდად დაიწყო, თუმცა შემდეგ სიტუაცია გამოასწორა. საბოლოოდ, ტაიმის სასურველი ანგარიშით დასრულება ვერ შევძელით და 12:19 დავმარცხდით.

საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში გაცილებით თამამი და ეფექტური იყო და ეს ანგარიშშიც აისახა - 17:15.

ტიტე კალანდაძის გუნდის რიგებიდან გოლების ავტორები გიორგი ცხოვრებაძე (9), ერეკლე არსენიშვილი (7), თეიმურაზ ორჯონიკიძე (6), ხაზეინ რუსტამოვი (3), დავით ნიქაბაძე, გიორგი ლაფიაშვილი, ირაკლი კბილაშვილი, გიორგი არველოდი დიხამინჯია (სამივე თითო გოლი).

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ცხოვრებაძე გახდა, რომელმაც 9 გოლი გაიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება ცალსახად ობიექტურად იქნება მიღებული.

ასევე აღსანიშნავი იყო ჩვენი მეკარის დავით ნიქაბაძის გოლი, რომელსაც ეს მომენტი სამუდამოდ დაამახსოვრდება.

მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 13 იანვარს ბოსნია-ჰერცოგოვინას წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიში რომ ვმუშაობდე, ამას არ დავუშვებდი“ | მოჯი ჯუღელი-ოსიმენის ამბავზე
„ნაპოლიში რომ ვმუშაობდე, ამას არ დავუშვებდი“ | მოჯი ჯუღელი-ოსიმენის ამბავზე