ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

3-წლიანი კონტრაქტი და 24 მილიონი - დე ლაურენტისი კონტეს ვერ ეშვება

„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ცნობილ იტალიელ სპეციალისტს, ანტონიო კონტეს გრანდიოზულ შეთავაზებას უმზადებს და მის მთავარ მწვრთნელად მოყვანას კიდევ ერთხელ ეცდება. ცნობილი იტალიური სააგენტო Libero-ს ინფორმაციით, დე ლაურენტისი კონტეს 3-წლიან კონტრაქტსა და ამ დროის განმავლობაში ხელფასის სახით 24 მილიონ ევროს სთავაზობს.

გამოცემა წერს:

კლუბის გარშემო შექმნილი კრიზისი აურელიო დე ლაურენტისს კარგად ესმის და ყველაფერს აკეთებს, რომ ამ კრიზისიდან გადმოვიდეს. კლუბი სატრანსფერო ფანჯარაზე გაძლიერებას გეგმავს და ეს მხოლოდ ფეხბურთელებს არ ეხებათ. დე ლაურენტისი კიდევ ცდილობს ანტონიე კონტე დაარწმუნოს, რომ თავის გუნდს გაუძღვეს. ამისთვის ის 3-წლიან კონტრაქტს და ამ დროის განმავლობაში 24 მილიონი ევროს ანაზღაურებას სთავაზობს. გამზადებული კონტრაქტი „ნაპოლის“ პრეზიდენტს უკვე მაგიდაზე უდევს და კონტეს პასუხს ელოდება. 54 წლის მწვრთნელი კი წინადადების მიღებისგან კვლავ თავს იკავებს, რადგან აურელიო დე ლაურენტისმა ის ჯერ კიდევ ვერ დაარწმუნა გარანტიებში.

შეგახსენებთ, რომ 19 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულა აქვს და მე-9 ადგილზე იმყოფება. ვალტერ მაცარის გუნდს მომდევნო შეხვედრა 13 იანვარს, საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამის გამო თქვა ეს“ - Gazzetta ჯუღელის განცხადებაზე
„ამის გამო თქვა ეს“ - Gazzetta ჯუღელის განცხადებაზე