კილიან მბაპე
Aa
Aa

რეალის პოზიცია შეიცვალა | მბაპეს ტრანსფერი ისეთი მნიშვნელოვანი აღარაა, როგორც 2022 წელს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სასაუბრო თემა პარი სენ-ჟერმენის სუპერვარსკვლავის, კილიან მბაპეს მომავალია და რთულია მას გვერდი ავუაროთ. ახლახან ფრანგ ფეხბურთელთან დაახლოებული პირის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც აღნიშნა, რომ კილიანს „რეალთან“ შეთანხმებისთვის არ მიუღწევია და ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, პსჟ-ს შემტევზე Relevo-მ დაწერა. ესპანური გამოცემის თქმით, ვითარება შეიცვალა და „რეალში“ მიაჩნიათ, რომ კილიანის ტრანსფერი ისეთი მნიშვნელოვანი არაა, როგორიც 2022 წელს იყო. მადრიდელებმა ფრანგ ფეხბურთელს მკაფიო მესიჯი გაუგზავნეს: მისი გაფორმება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს და თუ მას სანტიაგო ბერნაბეუზე გადასვლა სურს, ეს უნდა დაამტკიცოს.

Relevo-ს ცნობით, „ბლანკოსის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი არ აპირებს, მბაპეს გამო, უკიდურესი ზომები მიიღოს, რადგან გუნდში ჯუდ ბელინგემის, ვინისიუს ჟუნიორისა და როდრიგოს მსგავსი ვარსკვლავები ჰყავს.  „რეალის“ მესვეურები თვლიან, რომ არიან ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს მბაპეზე უკეთ მოერგებიან და თუ კილიანთან მიმართებით, სირთულეებს წააწყდნენ, სხვა ტრანსფერებზე გადაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ L’Equipe-ის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენი“ ოპტიმიზმს ინარჩუნებდა, პარიზულ კლუბში იმედოვნებდნენ, რომ კილიანი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებდა. კლუბის წარმომადგენლები მის აგენტებთან შეხვედრების გამართვას გეგმავდნენ, თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, ფეხბურთელმა უპირატესობა მადრიდის „რეალს'' მიანიჭა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილად ტოპ-ფეხბურთელია?“ - Daily Mail ხვიჩაზე
„ნამდვილად ტოპ-ფეხბურთელია?“ - Daily Mail ხვიჩაზე