კრიშტიანუ რონალდუ, მადრიდის რეალი, ფლორენტინო პერესი, ალ ნასრი
Aa
Aa

გამოსამშვიდობებელი მატჩი კრიშტიანუსთვის - ფლორენტინო პერესის იდეა

როგორც მოგეხსენებათ, 2018 წელს კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „რეალი“ დატოვა. დღეს კი არაბული „ალ ნასრის“ ღირსებას იცავს.

რეალურად, მადრიდული გრანდი პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ღირსეულად არ დაემშვიდობა. გამოცემა All Sport კი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ფლორენტინო პერესს განახლებულ სანტიაგო ბერნაბეუზე კრიშტიანუსთვის გამოსამშვიდობებელი მატჩს გამართა სურს.

იდეა შემდეგში გახლავთ - ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და „ალ ნასრი“ დაუპირისპირდებიან. ერთ ტაიმს რონალდუ „ბლანკოსის“ შემადგენლობაში ითამაშებს, ხოლო მეორეს „ალ ნასრის.“

შეგახსენებთ, რომ 2023 წელი ვეტერანი ფეხბურთელისთვის წარმატებული აღმოჩნდა. კრიშტიანუმ ყველაზე მეტი 54 გოლი გაიტანა და წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტენ ჰაგი: “სხვა გუნდში თამაში ბევრად ადვილია, ვიდრე მანჩესტერში“
ტენ ჰაგი: “სხვა გუნდში თამაში ბევრად ადვილია, ვიდრე მანჩესტერში“