ტორინო, საბა საზონოვი, ივან იურიჩი
Aa
Aa

ტორინოს მწვრთნელი: „საზონოვი მეტ დროს იმსახურებს“

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში საბა საზონოვის „ტორინომ“ საკუთარ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა. საბა საზონოვი მასპინძელთა სამატჩო განაცხადში იყო და მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 3:0-ს იგებდა. საერთო ჯამში, ქართველმა მცველმა მოედანზე 18-წუთამდე გაატარა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ივან ივან იურიჩმა საზონოვის შესახებ ისაუბრა და განვლილი მატჩიც შეაფასა.

რა თქვა იურიჩმა:

მთელი მატჩის განმავლობაში კარგი ემოციები მქონდა. დღეს ყველაფერი კარგად გამოგვივიდა და ეპიზოდები სწორი მიმართულებით წავიდა. ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო, მაგრამ ასეთ „ნაპოლის“ არ ველოდით. თამაშის წინ „მონცასთან“ და „რომასთან“ ჩატარებული შეხვედრები ვნახეთ და ველოდით, რომ უფრო მეტ პრობლემას შეგვიქმნიდნენ. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ სწორად ვითამაშეთ და არ ვიცი, ეს შედეგი ჩვენი დამსახურებით მივიღეთ, თუ მათი ცუდი თამაშით.

საზონოვი? ის კარგი ფეხბურთელია, ცენტრალური მცველია და შესაბამისად, ცენტრში ვიყენებ. მინდა, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მივცე, რადგან ამას იმსახურებს.

ამ გამარჯვებით, „ტორინომ“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 27 ქულა დააგროვა და „ნაპოლისთან“ სხვაობა 1-ქულამდე შეამცირა. საზონოვის გუნდი ამ დროისთვის მე-10 ადგილზე იმყოფება, „ნაპოლი“ კი 28 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს. მე-20 ტურში, „ტორინო“ სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდება, „ნაპოლი“ კი საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ მიიღებს. ორივე შეხვედრა 14 იანვარს, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისგან მხოლოდ მოგონება დარჩა“ - როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას და საზონოვის თამაშს
„მისგან მხოლოდ მოგონება დარჩა“ - როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას და საზონოვის თამაშს