პასკუალე მაცოკი
Aa
Aa

ნაპოლის პირველი ტრანსფერი - დი ლორენცოს კონკურენტი მოუყვანეს

„ნაპოლიმ’’ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას პირველი ტრანსფერი განახორციელა. „პარტენოპეიმ’’ პასკუალე მაცოკი „სალერნიტანადან’’ შეიძინა. სატრანსფერო თანხა 3 მილიონი ევროა. მაცოკი, რომელსაც იტალიის ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ერთხელ უთამაშია, ნეაპოლელებთან 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მაცოკი „ნაპოლის’’ კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს კონკურენტი იქნება.

28 წლის მაცოკიმ სერია ა-ს ამ სეზონში ყველა ტურში ითამაშა, 18-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა (16 სასტარტოში).

მაცოკიმ სერია ა-ში სადებიუტო მატჩი 26 წლის ასაკში „ვენეციას’’ რიგებში ჩაატარა. 2022 წლის ზამთრიდან „სალერნიტანაში'' თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები