სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო სპურსი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 2 პასი - სანდრო ყოფილ გუნდთან დამარცხდა

NBA-ში „სან ანტონიო სპურსი’’ „მილუოკი ბაქსთან’’ 121:125 დამარცხდა.

ტრადიციულად, გრეგ პოპოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულის მიღმა დატოვა, ქართველ კალათბურთელს მცირე სათამაშო დრო დაუთმო. სანდრომ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პარკეტზე 2 წუთი და 31 წამი გაატარა, მის აქტივში მხოლოდ 2 პასია.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა „მილუოკი ბაქსის’’ მოთამაშემ, იანის ანტეტოკოუნმპო ჩააგდო - 44. მამუკელაშვილის თანაგუნდელთაგან ყველაზე შედეგიანი დევინ ვასელი იყო - 34 ქულა. ვიქტორ ვემბანიამამ 27 ქულა ჩააგდო.

„სან ანტონიო სპურსმა’’ ზედიზედ მეოთხე მატჩი დათმო, ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა. გრეგ პოპოვიჩის გუნდი შემდეგ შეხვედრას „კლივლენდთან’’ სტუმრად ჩაატარებს (7 იანვარი, 22:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები