კრიშტიანუ რონალდუ, პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრები, პეპე
Aa
Aa

რობერტო მარტინესი: „რონალდუმ და პეპემ ოქროს სტანდარტი დააწესეს“

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა The Times-თან ინტერვიუს დროს ნაკრებში კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ახალგაზრდებს თავის დამკვიდრებაში ეხმარება.

რას ამბობს მარტინესი:

ის ყოველთვის ცდილობს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაეხმაროს. ახალგაზრდებს იმ თანაგუნდელებზე მეტად ვერავინ დაეხმარება, ვისაც ეროვნულ ნაკრებში 200-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. მაგალითად, ჟოაუ ნევეში, რომელიც „ბენფიკას“ ყველაზე დიდი იმედი ხდება.

ვფიქრობ, ახალგაზრდები აღფრთოვანებულები არიან კრიშტიანუთი, მაგრამ როდესაც ისინი რონალდუსთან მუშაობას იწყებენ, ჯერ პატივისცემას გამოხატავენ, შემდეგ კი ჯანსაღ კონკურენციაში შედიან.

კრიშტიანუსა და 40 წლის პეპეს თაობამ დააწერა სტანდარტი, თუ როგორ უნდა მოერგოს გუნდს ახალგაზრდა ფეხბურთელი. ამ სტანდარტებს უკვე ოქროს ფასი აქვს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში 205 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 128 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები