რეალი, ატალანტა, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

ჯორჯო სკავინი - რეალის და მანჩესტერ იუნაიტედის ახალი სამიზნე

Goal.Com-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ატალანტას“ ამომავალ ვარსკვლავს ჯორჯო სკავინის აკვირდება. ერიკ ტენ ჰაგი თვლის, რომ „წითელი ეშმაკები“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს უნდა გაძლიერდნენ.

ნიდერლანდელი სპეციალისტის აზრით, მის გუნდს დაცვაში პრობლემები აქვს და 19 წლის იტალიელი ცენტრალური მცველი ამის მოგვარების იდეალური ვარიანტია.

წყაროს ცნობით, ინგლისური გრანდის მთავარი კონკურენტი მადრიდის „რეალია“, რომელსაც გაცილებით მეტი პრობლემა აქვს უკანა ხაზში, ვიდრე „იუნაიტედს.“

„სამეფო კლუბს“ ედერ მილიტაო და დავიდ ალაბა მიმდინარე სეზონში არ ეყოლება. ძირითადი შემადგენლობიდან ხელმისაწვდომი მხოლოდ ანტონიო რუდიგერია. „ბლანკოსი“ აქტიურად ცდილობს ახალი ცენტრალური მცველის შეძენას და თუ Goal.Com-ს დავუჯერებთ, ანჩელოტი სკავინის პირადად აკვირდება.

19 წლის ფეხბურთელს „ატალანტასთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი სატრანსფერო ღირებულება მინიმუმ 50 მილიონი ევრო იქნება. ასევე, წყაროს ცნობით, ბერგამოული კლუბი სკავინის გაშვებას იანვარში არ გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულის ვიდეო უნდა ნახოთ | 12 წლის ბიჭუნას ოცნება აუსრულეს
ლივერპულის ვიდეო უნდა ნახოთ | 12 წლის ბიჭუნას ოცნება აუსრულეს