გაბრიელ მოსკარდო, ლუკას ბერალდუ
Aa
Aa

18 და 20 წლის ბრაზილიელები იყიდეს | პარი სენ-ჟერმენის ტრანსფერები

„პარი სენ-ჟერმენი“ შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობს და ორ ბრაზილიელ ფეხბურთელს გაიფორმებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ პარიზული გრანდის რიგებს ლუკას ბერალდუ და გაბრიელ მოსკარდო შეუერთდებიან.

ბერალდუ 20 წლის ცენტრალური მცველია, რომელიც „პარი სენ-ჟერმენმა“ „სან პაულუდან“ გაიფორმა. „პარკ დე პრანსის“ ბინადრებს მისი ტრანსფერი დაახლოებით 22 მილიონი ევრო დაუჯდათ და ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

გაბრიელ მოსკარდოს რაც შეეხება, ის 18 წლის ნახევარმცველია, რომელიც „კორინთიანსის“ საკუთრება გახლდათ. ფაბრიციო რომანოს ცნობით, პსჟ-ს მისი შეძენა 20 მილიონი ევრო დაუჯდა, ბონუსებით კი შესაძლოა, თანხა 22 მილიონამდე გაიზარდოს.

ცნობისთვის, საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი წრის დასრულების შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენს“ 40 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებს. პსჟ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც გავიდა და საუკეთესოს ვინაობას „სოსიედადთან“ გაარკვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2023 წლის საუკეთესო გარემარბები | რომელ ადგილზე გაიყვანა CIES-მა ხვიჩა
2023 წლის საუკეთესო გარემარბები | რომელ ადგილზე გაიყვანა CIES-მა ხვიჩა