გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ბრწყინვალე შანსი გვაქვს“ | მეცში მიქაუტაძის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრეს

„მეცის“ საფეხბურთო დირექტორმა, პიერ დრეოსიმ კლუბის სატრანსფერო გეგმებსა და გიორგი მიქაუტაძის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა. დრეოსიმ დაადასტურა, რომ „მეცი“ „აიაქსთან“ შეთანხმების დასადებად მაქსიმუმს აკეთებს, მაგრამ დასძინა, რომ გარიგება დახურული ჯერ არაა.

„იმედი გვაქვს, რომ ზამთარში შემადგენლობას გავაძლიერებთ და ნაწილობრივ მაინც შევავსებთ სიცარიელეს, რომელიც სხვადასხვა პოზიციაზეა გაჩენილი. ტრანსფერებთან მიმართებით დაუდევრობას არ გამოვიჩენთ და არც გიჟურ ხელფასებს შევთავაზებთ ვინმეს, რადგან ეს უბრალოდ არ შეგვიძლია, თუმცა, გუნდის გაძლიერებას შევეცდებით. მიქაუტაძესთან დაკავშირებით ბრწყინვალე შანსი გვაქვს და შესაძლოა, მის გარდა, კიდევ ერთი ფეხბურთელი დავიმატოთ.

იმედი მაქვს, გიორგი დაბრუნდება, მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. წავიკითხე პრესაში რა ინფორმაციაც გავრცელდა. გამოცემები ცოტათი ჩქარობენ და ნაადრევად გადმოჰყავთ. ჩვენი სურვილია მიქაუტაძე დავიბრუნოთ და ნამდვილად ვცდილობთ, გამოსავლის პოვნას, რათა ამ გარიგების დახურვა შესაძლებელი იყოს“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე გასულ სეზონში „მეცთან“ ერთად საფრანგეთის ლიგა 2-ის გამარჯვებული და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მიმდინარე სეზონში „მეცი“ ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და თავდასხმაში სერიოზული პრობლემები აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სრული კოლაფსი | სად იყო ნაპოლი გასულ სეზონში და სადაა ახლა
სრული კოლაფსი | სად იყო ნაპოლი გასულ სეზონში და სადაა ახლა