ნაპოლი
Aa
Aa

დაცვის გაძლიერებას გეგმავს - ნაპოლი 2 ფეხბურთელს აკვირდება

მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ დაცვის ხაზი კრიტიკას ვერ უძლებს. ამას ემატება ტრავმებიც და „პარტენოპეი“ უამრავ გოლს უშვებს. აშკარაა, რომ სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონს გაძლიერება სჭირდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, CalcioNapoli24 ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „ნაპოლი“ ორი მცველის გადაბირებას ცდილობს.

პირველი კანდიდატი პრაღის „სპარტას“ უკანახაზელი ვიტიკია, რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ახალგაზრდაა. მისი სატრანსფერო ღირებულება კი 5 მილიონი ევრო გახლავთ.

მეორე კანდიდატი „ფეიენოორდის“ მცველი მატს ვიფერი გახლავთ. მსგავსად ვიტიკისა, ნიდერლანდელის ფიზიკური მონაცემები დამაკმაყოფილებელია, თუმცა პრობლემას სატრანსფერო ღირებულება ქმნის. „ფეიენოორდი“ 20 მილიონ ევროს ითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ფეხბურთელზე შეაჩერებს „ნაპოლი“ არჩევანს, თუმცა ერთი რამ ნათელია - მაცარის გუნდს გაძლიერება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია ა-ში 17 ტურის შემდეგ, 27 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასე უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს“ - დი ფრანჩესკო კვერნაძეზე
„ასე უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს“ - დი ფრანჩესკო კვერნაძეზე