მადრიდის რეალი, ტონი კროოსი
Aa
Aa

“დაარწმუნე კროოსი“ - მადრიდში ახალი კამპანია დაიწყო

როგორც მოგეხსენებათ, ტონი კროოსს მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.

ესპანური MARCA-ს ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ გერმანელი ნახევარმცველისთვის ახალ, კიდევ 1-წლიან ხელშეკრულებას ამზადებს და შეთავაზებას დღეს გააკეთებს.

ცნობილია, რომ თავად კროოსს კარიერის დასრულება უნდა. ის ამაზე გასული სეზონის დასრულების შემდეგაც ფიქრობდა, მაგრამ ფლორენტინო პერესმა გადააფიქრებინა და მადრიდში კიდევ ერთი წლით დატოვა.

„ბლანკოსში“ უკვე დაიწყო კამპანია სახელწოდებით „დაარწმუნე კროოსი“, თუმცა წყაროს ცნობით, ტონი ჯერჯერობით კონტრაქტის გახანგრძლივების წინააღმდეგია. ეს კი პერესის გეგმებს მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის.

ედუარდო კამავინგას და აურელინ ჩუამენის ტრავმის შემდეგ, კროოსი კვლავ ნახევარდაცვის ლიდერად მოგვევლინა. შეგახსენებთ, რომ სეზონის საწყის ეტაპზე გერმანელი ნახევარმცველი როტაციაში ხვდებოდა და ხშირად სათადარიგოთა სკამზე რჩებოდა. ახლა კი ის ისევ შეუცვლელი ფიგურა გახდა.

ასევე შეგახსენებთ, 33 წლის ფეხბურთელი მადრიდულ გრანდს 2014 წელს შეუერთდა. 2014 წლიდან დღემდე, კროოსმა „რეალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 440-ჯერ მოირგო, 28 გოლი გაიტანა და 95 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იანისმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა - „რონალდუ ნომერ პირველია“
იანისმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა - „რონალდუ ნომერ პირველია“