ლივერპული, მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

ახალი ისტორია დაწერა - სალაჰის გამორჩეული დღე კარიერაში

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში საინტერესო დაპირისპირება გაიმართა. „ლივერპულმა“ „არსენალს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

აღნიშნული დაპირისპირება მოჰამედ სალაჰისთვის ისტორიული გამოდგა. „ფარაონმა“ „მეთოფეებს“ გაუტანა და ახალი ისტორია დაწერა.

ეგვიპტელი სუპერვარსკვლავი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც „არსენალს“, „მანჩესტერ სიტის“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ 10+ გოლი გაიტანა.

ასევე, მოჰამედმა მაიკლ ოუვენის მიღწევა გააუმჯობესა და  პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მეათე ადგილზე დაწინაურდა.

შეგახსენებთ, რომ სალაჰი „ლივერპულს“ 2017 წელს შეუერთდა. დღემდე „ფარაონმა“ მერსისაიდული გრანდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 330-ჯერ მოირგო, 87 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები