ხვიჩა კვარაცხელია, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„პატივისცემა გამოიჩინე“ - რა უთხრა მოურინიომ კვარას

სერია A-ს მე-17 ტურში „რომასა“ და „ნაპოლის“ მატჩი ხმაურიანი და დაძაბული გამოდგა. რომაელებმა ნერვების ომში გაიმარჯვეს და თამაშიც მოიგეს.

შეხვედრის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი კვარაცხელიასა და მოურინიოს შელაპარაკება იყო, რომელმაც მთელი ევროპული პრესა მოიარა.

ყველას აინტერესებდა, თუ რა უთხრა ჟოზემ ხვიჩას იმ მომენტში. იტალიური მედიის ცნობით, პორტუგალიელმა კვარაცხელიას ასეთი რამ უთხრა:

„საკმარისია! მეტი პატივისცემა გამოიჩინე“.

მოურინიო გულისხმობდა სიმულაციას. ის თვლიდა, რომ კვარა უხეშობების შემდეგ, ვარდნას ზედმეტად აფორმებდა და მსაჯი შეცდომაში შეჰყავდა, რაც ასე ნამდვილად არ ყოფილა. ხვიჩას რომაელთაგან ამ შეხვედრაში საკმარისზე მეტი მოხვდა.

საბოლოოდ, ჟოზე და კვარა მშვიდობიანად დაშორდნენ, ეს კადრები კი ისტორიაში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ამ სეზონში მე-6 მატჩი წააგო და 27 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. ნეაპოლელები მეოთხე ადგილს 4 ქულით ჩამორჩებიან.

კვარა VS რომა - ყველა მომენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსაჯებსა და ჟოზეს კომენტარზე არ ვსაუბრობ - მაცარი ჟურნალისტის კითხვამ გააბრაზა
მსაჯებსა და ჟოზეს კომენტარზე არ ვსაუბრობ - მაცარი ჟურნალისტის კითხვამ გააბრაზა