მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი
Aa
Aa

Lequipe: მიქაუტაძე მეცში იჯარის წესით ბრუნდება

საქართველოს ნაკრებისა და ამსტერდამის „აიაქსის“ შემტევმა, გიორგი მიქაუტაძემ „მეცში“ დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. გავლენიანი ფრანგული გამოცემა Lequipe-ს ინფორმაციით, მხარეები ერთმანეთთან საბოლოო დეტალებს ათანხმებენ და ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება.

ასევე ცნობილია, რომ 23 წლის ფორვარდი ყოფილ გუნდში იჯარის წესით გადავა, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმოქმედებს. ამასთან, „მეცს“ მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება. სამედიცინო შემოწმება 29 დეკემბერს არის დაგეგმილი, ტრანსფერი კი ოფიციალურად 1 იანვარს განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „აიაქსში“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა, ამსტერდამულ კლუბს კი მისი ტრანსფერი 16 მილიონი ევრო დაუჯდა. ქართველმა ფეხბურთელმა „აიაქსის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე სულ რაღაც 248 წუთი ითამაშა, თავი კი არც გოლითა და არც საგოლე გადაცემით გამოუჩენია.

აქვე გეტყვით, რომ მიქაუტაძე გასულ სეზონში „მეცის“ შემადგენლობაში საფრანგეთის ლიგა 2-ის გამარჯვებული, ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შახტარის მეტოქე ცნობილია - ევროპა ლიგის წილისყრის შედეგები
შახტარის მეტოქე ცნობილია - ევროპა ლიგის წილისყრის შედეგები