ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„გამოუვალ სიტუაციაში მეტოქეს მაინც მტკივნეულ დარტყმებს აყენებენ“ - უნგრეთის მწვრთნელი კვარა-ოსიმენზე

უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ყოფილა იტალიელმა ფეხბურთელმა, მარკო როსიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუს დროს „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებაზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

რა თქვა როსიმ:

როდესაც ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე ხვდები, მეტოქეები ყოველთვის ძლიერი გუნდები არიან. „ბარსელონა“ დღესაც საუკეთესო გუნდთა შორისაა, მაგრამ ისეთი დაუმარცხებელი აღარ არის, როგორიც მესის დროს იყო. იმ დროს შეუჩერებელი გუნდი ჰყავდა, ახლა კი განსხვავებულია. ბუნებრივია, ახლაც ძლიერი გუნდია, მაგრამ თუ „ნაპოლი“ შესანიშნავად ითამაშებს, შანსებიც ექნება.

კვარაცხელიაზე და ოსიმენზე ბევრი იქნება დამოკიდებული. ისინი არასდროს უნდა შეცვალონ, რადგან, როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში არიან, გამოსავალს მაინც პოულობენ და მეტოქეს მტკივნეულ დარტყმებს აყენებენ და ნოკაუტში აგდებენ. გასულ წელს შთამბეჭდავი სანახავი იყო, თუ როგორ ახერხებდნენ ხარისხის შედეგებში გარდასახვას. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი უცხოპლანეტელები არ არიან და ყველა ფეხბურთელის მსგავსად, მათაც აქვთ აღმავლობისა და ვარდნის პერიოდი.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ და „ბარსელონა“ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 13 თებერვალს, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი კატალონიაში 5 მარტს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყოველგვარი ჭუჭყი ჩამოიშორა“ - იტალიური მედია კვარას თამაშზე
„ყოველგვარი ჭუჭყი ჩამოიშორა“ - იტალიური მედია კვარას თამაშზე