დონეცკის შახტარი, ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ბრაგა
Aa
Aa

შახტარის მეტოქე ცნობილია - ევროპა ლიგის წილისყრის შედეგები

UEFA-ს ევროპა ლიგის 2023-24 წლების სეზონის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ირაკლი აზაროვისა და გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის „შახტარი'' ფრანგულ „მარსელს'' შეხვდა.

ირაკლი აზაროვს სწორედ „მარსელთან'' სურდა შეხვედრა. მატჩამდე ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა: „ვფიქრობ, „მარსელი'' კარგი ოპონენტი იქნება, რადგან ვიცი რომ „მარსელის'' სტადიონზე საოცარი ატმოსფეროა''. გიორგი გოჩოლეიშვილის სურვილი „რომასთან'' დაპირისპირება იყო.

ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღის'' მეტოქე პორტუგალიური „ბრაგა'' იქნება.

ფეიენორდი - რომა

ლანსი - ფრაიბურგი

ბენფიკა - ტულუზა

გალათასარაი - პრაღის სპარტა

მილანი - რენი

იანგ ბოიზი - ლისაბონის სპორტინგი

ბრაგა - ყარაბაღი

დონეცკის შახტარი - მარსელი

პირველი შეხვედრები 15 თებერვალს გაიმართება, საპასუხო მატჩები - 22 თებერვალს.

1/16-ფინალურ ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე გასული გუნდები გამოტოვებენ: ვესტ ჰემი, ბრაიტონი, რეინჯერსი, ატალანტა, ლივერპული, ვილიარეალი, სლავია, ლევერკუზენი.

ფინალი 22 მაისს, დუბლინში, „ავივაზე'' გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები