გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„მომდევნო წლებში ევროპის საუკეთესო მეკარეთა შორის იქნება“ | რას წერენ მამარდაზე

„ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „ბარსელონას“ წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და „ღამურებს“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა. „მამარდას“ ასპარეზობას სტატია ესპანურმა გამოცემამ, Deportevalenciano-მ მიუძღვნა და მასზე ვრცლად დაწერა.

„ვალენსიას მომავლის მეკარეს გიორგი მამარდაშვილი უნდა ერქვას, თუმცა, ამაზე ფსონს ვერავინ ჩამოვა, რადგან დიდი ალბათობით ეს არ მოხდება. სავარაუდოდ, მამარდა პირველი იქნება, ვინც ღამურების რიგებს დიდი თანხის სანაცვლოდ დატოვებს და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ზაფხულში მოხდება. მოსალოდნელი იყო, რომ მამარდაშვილი შარშან წავიდოდა, მაგრამ კლუბს შეთავაზებები არ მიუღია და გიორგი მესტალიაზე დარჩა. მან პროგრესი განაგრძო და მისი წინსვლა უყურადღებოდ არ დარჩენილა.

ფეხით და გამოსვლებზე თამაში კვლავინდებურად გასაუმჯობესებელი აქვს და თუ ამ კომპონენტებში მოუმატა, მის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროც არ იქნება საკმარისი. ამას გულშემატკივრის გადმოსახედიდან არ ვამბობთ და შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ იგი ვალენსიას ისტორიაში, იგნასიო ეისაგირეს, აბელარდო გონსალესის, ხოსე მანუელ სემპერეს ან სანტიაგო კანისარესის გვერდით ვერ დადგება. მამარდაშვილი მომდევნო 10 წლის განმავლობაში ღამურების რიგებში არ ითამაშებს და ეს მტკივნეულია. ძალიან მტკივნეულია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მის სანაცვლოდ იმხელა თანხას მივიღებთ, გიორგის გაშვებით გამოწვეული სიბრაზე უკანა პლანზე გადაიწევს.

მამარდაშვილისგან მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ ასე განაგრძოს და ტემპი არ დააგდოს. განაგრძოს ჩვენთვის ქულების მოტანა და როცა ყველაფერი აშკარა გახდება, შეგვეძლება, მოლაპარაკებებისას ძლიერი ბერკეტები გვქონდეს და მაქსიმალურად დიდი თანხა მოვითხოვოთ, რადგან ეს ბიჭი, უახლოეს წლებში, ევროპის საუკეთესო გოლკიპერთა შორის იქნება და მისი უბრალოდ „გაშვება“ სახეში სილის გაწვნის ტოლფასია“, - წერს Deportevalenciano.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიასა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. მამარდაშვილმა 7 სეივი მიითვალა და ორივე გუნდის რიგებში, ერთ-ერთი საუკეთესო იყო.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის 26 წუთი, დაფარებები და ჩაჭრები | ორლანდომ ბოსტონთან მეორედ წააგო
ბითაძის 26 წუთი, დაფარებები და ჩაჭრები | ორლანდომ ბოსტონთან მეორედ წააგო