გოგა ბითაძე, ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, პაოლო ბანკერო
Aa
Aa

ბითაძის 26 წუთი, დაფარებები და ჩაჭრები | ორლანდომ ბოსტონთან მეორედ წააგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტს, „ბოსტონ სელტიქსს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 97:114 წააგო.

„მეჯიქმა“ კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 31:27 მოიგო, თუმცა მეორე თორმეტწუთეული 15 ქულით დათმო და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა. გოგას გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და მეოთხე მეოთხედში სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა, თუმცა, ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 26 წუთი და 10 წამი გაატარა. ბითაძის ანგარიშზე 4 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარებაა. გოგამ 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 დაკარგვა ჰქონდა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

„ორლანდოს“ რიგებში 36 ქულითა და 10 მოხსნით პაოლო ბანკერო გამოირჩა, ჯეილენ საგსს კი 13 ქულა ჰქონდა. „ბოსტონს“ 31 ქულით ჯეილენ ბრაუნმა ულიდერა. ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 23 ქულა და 8 მოხსნაა, კრისტაპს პორზინგისმა კი 15 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.

ცნობისთვის, „მეჯიქმა“ „ბოსტონთან“ ზედიზედ მეორედ წააგო და მომდევნო მატჩი 21 დეკემბერს ელის. „ორლანდო“ საკუთარ კედლებში „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ მოედანი განაწყენებულმა დატოვა, მიზეზი კი ყოველთვის ერთია“ - იტალიელი ჟურნალისტი
„კვარამ მოედანი განაწყენებულმა დატოვა, მიზეზი კი ყოველთვის ერთია“ - იტალიელი ჟურნალისტი