იურგენ კლოპი
Aa
Aa

კლოპი: „იუნაიტედთან ასეთი დომინანტური თამაში არ მახსოვს“

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ მატჩში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა კლოპმა:

ბევრ ეპიზოდში გუნდის კარგი თამაში ვნახე. ერთადერთი, რაც არ მომეწონა, შედეგი იყო. აუცილებლად უნდა გაგვეტანა. რაღაც მომენტებში ვჩქარობდით, მაგრამ ძალიან მომეწონა ჩვენი ინტენსივობა და ის, თუ როგორ დავიწყეთ მატჩი.

ყველამ დაინახა რისი გაკეთებაც გვინდოდა. ჩვენი კონტრპრესინგი კარგი იყო და მეტოქეს წინსვლის შესაძლებლობას არ ვაძლევდით. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ასეთი დომინანტური თამაში არ მახსოვს, არც მაშინ, როდესაც 7:0 მოვიგეთ. ახლა კი ანგარიში 0:0 არის და მეტოქე ალბათ, უფრო კარგად გრძნობს თავს.

ეს იყო ზუსტად ის თამაში, რასაც ველოდი. თუ ასე ვითამაშებთ, ყველა მეტოქეს მინდორზე თავისი ნახევრის დატოვება გაუჭირდება. „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაცვა დღეს სუფთად და თავდადებით თამაშობდა. როდესაც გოლი გაგაქვს, მატჩის დინამიკა იცვლება და მეტოქეც შედარებით იხსნება, მაგრამ დღეს ასე არ მოხდა. „იუნაიტედმა“ ყველაფერი გაიღო და ანგარიში 0:0 დარჩა.

საგულისხმოა, რომ „ლივერპულმა“ დღევანდელ მატჩში მეტოქის კარის მიმართულებით 34-ჯერ დაარტყა, საპასუხოდ კი საკუთარი კარისკენ 6 დარტყმა მიიღო.

17 ტურის შემდეგ, „ლივერპულს“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 38 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „არსენალს“ 1 ქულით ჩამორჩება, „მანჩესტერ იუნაიტედს“ კი 28 ქულა აქვს და მე-7 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები