ხვიჩა კვარაცხელია, ემანუელე ჯაკერინი
Aa
Aa

„თითქოს, თავისი თავის მიმართ პესიმისტური გახდა...“ - ჯაკერინიმ კვარაზე ისაუბრა

„ნაპოლისა“ და „კალიარის“ მატჩის დასრულების შემდეგ, რომელშიც „პარტენოპეიმ“ ოსიმენისა და კვარაცხელიას გოლებით 2:1 მოიგო, ყოფილმა ფეხბურთელმა „ემანუელე ჯაკერინიმ“ DAZN-ის მიკროფონებთან ქართველი და ნიგერიელი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.

რა თქვა ჯაკერინიმ:

ქართველს აშკარად აწუხებს ნეგატიური მომენტები და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს მას ტანჯავს. თითქოს, ამ მომენტებზე ვერ რეაგირებს და საკუთარი თავის მიმართ პესიმისტური დამოკიდებულება უჩნდება. საბოლოოდ, გოლი გაიტანა და ეს ძალიან სჭირდებოდა. ეს აშკარად შეუძლია და მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.

რაც შეეხება ოსიმენს, მას შეუძლია გოლის გატანა, ან საგოლე გადაცემის გაკეთება ნებისმიერ თამაშში, ის დამღუპველია. ლაუტაროსთან ერთად, ჩვენს ჩემპიონატში ყველაზე ძლიერი თავდამსხმელია. კვარამ გოლი პრაქტიკულად მისი ძალისხმევით გაიტანა. მისი და კვარაცხელიას მრისხანე დუეტი სწორედ ის ღერძია, რომელიც „ნაპოლიმ“ ხელახლა უნდა აღმოაჩინოს.

შეგახსენებთ, რომ „კალიარისთან“ გამარჯვებით, „ნაპოლიმ“ სერია A-ში 27 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის მე-4 ადგილზე იმყოფება, უახლოეს მდევარ „რომას“ კი 2 ქულით უსწრებს. რომაელები მე-16 ტურის მატჩს დღეს გამართავენ და გამარჯვების შემთხვევაში, მე-4 ადგილზე გადაინაცვლებენ.

რაც შეეხება ხვიჩას კვარაცხელიას, ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ მაისურით მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა და ასევე, მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემაცაა. ვალტერ მაცარის გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს, „კოპა იტალიაზე“ გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყოველგვარი ჭუჭყი ჩამოიშორა“ - იტალიური მედია კვარას თამაშზე
„ყოველგვარი ჭუჭყი ჩამოიშორა“ - იტალიური მედია კვარას თამაშზე