ფელიპე ლუიში
Aa
Aa

ფელიპე ლუისი: სიმეონე მატჩების წინ მესის ჯუჯას ეძახდა, რომ მისი არ შეგვშინებოდა

ფელიპე ლუისმა Charla-ს პოდკასტზე საუბრისას გაიხსენა, თუ როგორ მოიხსენიებდა დიეგო სიმეონე ლეო მესის მატჩების წინ.

„ჩოლო“ ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ფეხბურთელებს მესის მიმართ შიში მაქსიმალურად განელებოდათ.

„მესი საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. 2006 წლიდან მის ყველა მატჩს ვუყურე, როცა პირველად ვითამაშე მის წინააღმდეგ, 2016 წლამდე.

თუ მწვრთნელი მესის დაჭერას დამავალებდა, მე არაფერს ვაკეთებდი. მის გასაჩერებლად ყოველთვის რაღაც ტაქტიკას იგონებდნენ, მაგრამ ის გოლების გატანას და პასების კეთებას აგრძელებდა.

იყვნენ მწვრთნელები, რომლებმაც მესის ასაყვანად ერთი ფეხბურთელი გამოყვეს. სხვებმა ორი-სამი. სიმეონემ კი ლეოს მეურვეობისთვის 4 მცველი გამოყო, მათ მხოლოდ მესისთვის უნდა ედევნებინათ თვალი. ვისი ბრალი იყო, როცა გოლი მაინც გაიტანა? არავის. ჩვენს საქმეს ყველანი კარგად ვასრულებდით, მაგრამ ეს მესი იყო.

ბარსასთან მატჩების წინ სიმეონე მესის სახელით არასოდეს მოიხსენიებდა. ის მას ყოველთვის „ჯუჯას" ეძახდა, რათა ჩვენ მის მიმართ ნაკლები შიში გვქონოდა“.

- თქვა ფელიპე ლუისმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ექსპერიმენტები დასრულდა - ჩავის არაუხოს ფლანგზე გამოყენებას უკრძალავენ
ექსპერიმენტები დასრულდა - ჩავის არაუხოს ფლანგზე გამოყენებას უკრძალავენ