ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

ლოჩოშვილი 7-მატჩიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება - Cremona Sport-ი ქართველ მცველზე

Cremona Sport-ის ინფორმაციით, „კრემონეზეს’’ ქართველი ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი 7-მატჩიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშებს.

სერია B-ს მე-17 ტურში „კრემონეზე’’ სტუმრად „ფერალპისალოს’’ შეხვდება. „კრემონეზეს’’ ორი ცენტრალური მცველი ტრავმირებულია (ანტონოვი და ბიანკეტი). მათ არყოფნაში დიდი ალბათობით ტუია და ლოჩოშვილი ითამაშებენ. გარდა ამისა არსებობს კიდევ ერთი ალტერნატივა, მარცხენა მცველმა ლეონარდო სერნიკოლამ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშოს.

ლუკა ლოჩოშვილს სერია ბ-ს ბოლო შვიდ ტურში არ უთამაშია, ერთი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ექვს თამაშში კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ლუკამ წითელი ბარათი მე-9 ტურში „კომოსთან'' მიიღო, მას შემდეგ „კრემონეზემ'' ზედიზედ 7 მატჩი ამ სამი ცენტრალური მცველით ჩაატარა: რავანელი, ბიანკეტი (კაპიტანი) და ანტონოვი. აღსანიშნავია, რომ „კრემონეზემ'' ბოლო ექვსი მატჩიდან 5 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 10 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა, რაც დაცვის ხაზის საიმედოობაზე მიუთითებს.

მოგვიანებით, „კრემონეზეს'' მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი სტროპამ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ლოჩოშვილი და ტუია შემდეგ მატჩში ითამაშებენ.

სერია B-ში 16 ტურის შემდეგ „კრემონეზე'' 29 ქულით მე-5 ადგილზეა, მეორეადგილოსან „ვენეციას'' მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

„ფერალპისალოსა'' და „კრემონეზეს'' შეხვედრა 16 დეკემბერს, 17:00 საათზე დაიწყება.

ამ სეზონში ლუკა ლოჩოშვილმა საერთო ჯამში „კრემონეზეს'' რიგებში 9 მატჩი ჩაატარა (7 - სერია ბ, 2 - იტალიის თასი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები