ანკარაგიუჯუ
Aa
Aa

„მინდოდა, მისთვის შემეფურთხებინა“ | ანკარაგიუჯუს პრეზიდენტის განცხადება

თურქულ პრესაში „ანკარაგიუჯუს“ პრეზიდენტის, ფარუქ კოჯას კომენტარი გავრცელდა, რომელიც „რიზესპორთან“ გამართული მატჩის შემდეგ, მთავარ არბიტრს, ჰალილ უმუთ მელერს ფიზიკურად გაუსწორდა. თურქული კლუბის პირველი პირის მიხედვით, მსაჯის ცემა მისი განზრახვა არ ყოფილა და მხოლოდ ის უნდოდა, მისთვის სახეში შეეფურთხებინა.

„პროკურატურას ჩვენება უკვე მივეცი და სიტყვასიტყვით გავიმეორებ იმას, რაც მათ ვუთხარი. ჩემთვის წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად არ ვეთანხმები. ეს ინციდენტი მთავარი არბიტრის არასწორმა გადაწყვეტილებებმა და პროვოკაციულმა ქმედებებმა განაპირობა.

ჩემი მიზანი იყო, მსაჯისთვის ყველაფერი სიტყვიერად მეთქვა და მისთვის სახეში შემეფურთხებინა, თუმცა დავარტყი, მაგრამ საუბარია დარტყმაზე, რომელიც რაიმე სახის მოტეხილობას არ გამოიწვევს. დარტყმის შემდეგ, მსაჯი დაახლოებით 5-10 წამის განმავლობაში ფეხზე იდგა, შემდეგ კი მინდორზე დაეცა. გულის პრობლემები მაქვს, რომელთა გამოც, ინციდენტის ადგილიდან სწრაფად გამიყვანეს და არაფერი ვიცი იმაზე, რაც ამის შემდეგ მოხდა“.

ცნობისთვის, მომხდარი ინციდენტის გამო, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ სუპერლიგის ყველა მატჩი გაურკვეველი დროით შეაჩერა, ფაქტს კი თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც გამოეხმაურა და „ანკარაგიუჯუს“ პრეზიდენტის ქმედება დაგმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ძალიან მჭირდებოდა“ | მამუკელაშვილი G ლიგაში გამართულ მატჩზე
„ეს ძალიან მჭირდებოდა“ | მამუკელაშვილი G ლიგაში გამართულ მატჩზე