რომა, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

მსაჯს ემოციური არასტაბილურობა დააბრალა - ჟოზე შეიძლება დასაჯონ

სერია ა-ს მიმდინარე ტურში, „რომამ“ სტუმრად „სასუოლო“ 2:1 დაამარცხა. როგორც ცნობილი გახდა,  „ჯალოროსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შესაძლოა დისკვალიფიკაციით დასაჯონ. ამის მიზეზით, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მსაჯის მიმართ გაჟღერებული ფრაზებია.

„განსაკუთრებულს“ მარსენარო დიდად არ მოსწონს და ეს ჟურნალისტების თვალწინ ღიად გამოხატა.

რა თქვა მოურინიომ?

„გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მსაჯის გამო ვნერვიულობ. მარსენარომ „რომას“ 3 მატჩი იმსაჯა და ვფიქრობ, მას ემოციური სტაბილურობა არ გააჩნია. ასეთი დონის მატჩებს ის არ უნდა მსაჯობდეს.“

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიური ფეხბურთის ასოციაცია ამ საქმეს იკვლევს. ჟოზესთან შეხვედრა შედგა, რომელიც 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

Gazzetta-ს ცნობით, პორტუგალიელი დამრიგებლის დისკვალიფიკაცია 10 დღეს გასტანს და ის სერია ა-ს მხოლოდ ერთ მატჩს გამოტოვებს. შემდეგ ტურში „რომა“ „ფიორენტინას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოთამაშეებმა სტანდარტი უნდა აიმაღლონ - საკოლონი მესისთან შეხვედრას გეგმავს
მოთამაშეებმა სტანდარტი უნდა აიმაღლონ - საკოლონი მესისთან შეხვედრას გეგმავს