ფაბიო კაპელო
Aa
Aa

„მაცარის დანიშვნამ გუნდს ბრაზი დაუბრუნა“ | კაპელო ნაპოლი VS ინტერზე

ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ იტალიის სერია A-ს მომდევნო ტურში გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელშიც „ნაპოლი“ „ინტერს“ დაუპირისპირდება. კაპელოს მიხედვით, ვალტერ მაცარის დანიშვნამ „პარტენოპეის“ დაკარგული ბრაზი დაუბრუნა, მაგრამ ფავორიტი მაინც „ნერაძურია“.

„ვალტერ მაცარის დანიშვნის შემდეგ, ნაპოლიმ ბრაზი დაიბრუნა და ფეხბურთელებს განსხვავებული დამოკიდებულება გაუჩნდათ. ისინი ერთმანეთს ისევ ენდობიან, თანაგუნდელების დახმარების სურვილი აქვთ და რჩება შთაბეჭდილება, რომ სკუდეტოს მომგები გუნდის ხასიათი და სული დაუბრუნდათ.

ინტერს რაც შეეხება, ნერაძური სუპერ გუნდი და სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტია, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, ახალი განზომილებაა. კვირას გასამართი მატჩის ბედს ნახევარდაცვის ხაზი გადაწყვეტს. ინტერს, ჰაკან ჩალჰანოღლუს სახით, უნიკალური ნახევარმცველი ჰყავს. მან იცის, თავი როგორ დაიცვას და ვერტიკალურად როგორ ითამაშოს. საინტერესო იქნება, კვარაცხელია-ოსიმენისა და ლაუტარო-ტურამის დუეტებს შორის უპირატესობას ვინ მოიპოვებს. ინტერი ფავორიტია, მაგრამ ტემპი არ უნდა დააგდოს, როგორც ეს ბოლო შეხვედრაში გააკეთა, და ზედმეტად თავდაჯერებული არ იყოს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ინტერის“ მატჩი 3 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით, 23:45-ზე დაიწყება. „პარტენოპეი“ მასპინძლის რანგში იქნება და საკუთარ კედლებში 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰალთან ვერ ითამაშებს | როდის დაბრუნდება გიორგი ჩაკვეტაძე?
ჰალთან ვერ ითამაშებს | როდის დაბრუნდება გიორგი ჩაკვეტაძე?