ოთარ კიტეიშვილი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

ევროტურნირები: კაშია და კანკავა პლეი-ოფში - კიტეიშვილი ჯგუფში ჩარჩა

ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. ჩვენს ყურადღებას ქართველების გუნდები იპყრობდნენ.

კონფერენს ლიგაზე ბრატისლავის „სლოვანმა“ ფარერებზე „კლაკსვიკს“ 2:1 მოუგო და პლეი-ოფში გავიდა.

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ მატჩი სასტარტოდან დაიწყეს და სრულად ითამაშეს. ორივე მათგანმა შეფასება 7.1 მიიღო, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, მასპინძლები პირველ ტაიმში მე-17 წუთზე მადს მიკელსენის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა იურაი კუცკამ 24-ე და 62-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და „სლოვანს“ მოაგებინა.

ვლადიმირ ვაისის გუნდს 5 ტურის შემდეგ, 10 ქულა აქვს. „ლილს“ კი 11. „კლაკსვიკი“ 4 ქულით მესამეა.

ევროპა ლიგაზე ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ შინ პოლონურ „რაკოვთან“ 0:1 დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა.

ოთარ კიტეიშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა.

ავსტრიელებმა გოლი 81-ე წუთზე გაუშვეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი მე-5 ტურშივე დაკარგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავშესაფრიდან ბაიერნამდე - ჯამალ კაიშვილის შთამაგონებელი ისტორია
თავშესაფრიდან ბაიერნამდე - ჯამალ კაიშვილის შთამაგონებელი ისტორია