კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი ბრაზილიაში? რეალი მის შემცვლელად 2 კანდიდატს განიხილავს

„რეალში“ კარლო ანჩელოტის მომავალი გაურკვეველი რჩება.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეალი" მზადაა „პაპა კარლოსთან“ კონტრაქტი 1+1 სისტემით გაახანგრძლივოს და ამას 2024 წლისთვის გეგმავდნენ, თუმცა, ბრაზილიური მედიის ცნობით, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას (CBF) აქვს კანონიერი გარანტიები, რომ ანჩელოტი ბრაზილიის ეროვნულ გუნდს ამ ზაფხულს შეუერთდება.

The Athletic-ის ცნობით, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ მიიღო წერილობითი დადასტურება კარლოს მზადყოფნის შესახებ, რომ იგი გუნდს მომავალი ზაფხულიდან უხელმძღვანელებს.

CBF-სა და ანჩელოტის შორის მართლაც არსებობს წერილობითი შეთანხმება, მაგრამ როგორც ცნობილი ხდება, ეს შეთანხმება სავალდებულო სახის არ არის.

ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ 1 იანვრიდან - ანჩელოტის „რეალთან“ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ზუსტად 6 თვით ადრე. მანამდე, CBF არ აპირებს რაიმე კომენტარი გააკეთოს და სიტუაცია დაძაბოს.

რაც შეეხება „რეალს“, კლუბი ანჩელოტის შემცვლელად განიხილავს ჩაბი ალონსოს (ლევერკუზენი) და რობერტო დე ძერბის (ბრაიტონი) ვარიანტებს, თუმცა ჯერჯერობით არანაირი ქმედითი ნაბიჯები გადადგმული არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა შემთხვევაში გაყიდიან მამარდაშვილს | ვალენსიას სატრანსფერო გეგმები
რა შემთხვევაში გაყიდიან მამარდაშვილს | ვალენსიას სატრანსფერო გეგმები