გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

რა შემთხვევაში გაყიდიან მამარდაშვილს | ვალენსიას სატრანსფერო გეგმები

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალი ესპანური პრესის ერთ-ერთი სასაუბრო თემა გახდა. „მამარდას“ რამდენიმე გრანდს უკავშირებენ და ესპანურმა გამოცემამ, Relevo-მ „ღამურების“ სატრანსფერო გეგმები გაგვიზიარა.

როგორც ირკვევა, კლუბის პრეზიდენტს, პიტერ ლიმს „ჩეს“ ხელმძღვანელთათვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გაყიდვა არ დაუვალებია. „პიტერ ლიმს მათთვის არ უთქვამს, რომ აუცილებელია, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, „ვალენსიამ“ მოთამაშეების გაყიდვით რამდენიმე მილიონი მიიღოს“, - წერს ესპანური გამოცემა.

თუმცა, ეს ყველაფერი არაა და სინგაპურელი ბიზნესმენი განიხილავს ვარიანტს, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს შეელევა. თუ „ღამურების“ კარზე ტოპ კლუბი დააკაკუნებს და „ჩეს“ მაგიდაზე საინტერესო წინადადებას დაუდებს, „ვალენსია“ ნებისმიერი მოთამაშის გაყიდვაზე თანხმობას იტყვის. Relevo-ს ცნობით, გამონაკლისი არც გიორგი მამარდაშვილი და ხავი გერა იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, ქართველმა მეკარემ მონაწილეობა 14 შეხვედრაში მიიღო და გოლი 5 მატჩში არ გაუშვა. ცნობილი სააგენტოს, Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ღირებულება 30 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფლორენტინო პერესი და დე ლაურენტისი ერთმანეთს შეხვდნენ - რაზე ისაუბრეს მხარეებმა
ფლორენტინო პერესი და დე ლაურენტისი ერთმანეთს შეხვდნენ - რაზე ისაუბრეს მხარეებმა