ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ფლორენტინო პერესი, ბრაიმ დიასი
Aa
Aa

ფლორენტინო პერესი და დე ლაურენტისი ერთმანეთს შეხვდნენ - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილმა იტალიურმა სააგენტო Il Mattino-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მატჩის დაწყებამდე კლუბების პრეზიდენტები, ფლორენტინო პერესი და აურელიო დე ლაურენტისი ერთმანეთს შეხვდნენ და ერთად ივახშმეს. სააგენტო ამის ამსახველ ფოტოსაც ავრცელებს და წერს, რომ მხარეებმა შესაძლო სატრანსფერო გარიგებებიც განიხილეს.

რას წერს Il Mattino:

ფლორენტინო პერესმა და აურელიო დე ლაურენტისმა მადრიდში, ელ ვისოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ივახშმეს. პრეზიდენტებს შორის საუბარი იყო შესაძლო სატრანსფერო გარიგებებზეც, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიასა და „სამეფო კლუბის“ რამდენიმე ფეხბურთელს ეხება.

ფლორენტინო პერესმა დე ლაურენტისთან აღიარა, რომ მასზე ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა კი თავის მხრივ, პერესს ბრაჰიმ დიასზე ესაუბრა, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც გუნდში თავის ადგილს ვერ პოულობს. „ნაპოლი“ რამდენიმე თვეა მიზნად ისახავს გუნდში ესპანელი ნახევარმცველის დამატებას და თუ გავითვალისწინებთ პოზიციებზე შევსებულ ადგილებს და ასევე იმასაც, რომ მალე შესაძლოა მბაპეც იყიდონ, ბრაჰიმს „სამეფო კლუბში“ ყოფნის დიდი დრო არ უწერია. მხარეებს შორის საუბარი ზედაპირულად შედგა, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ამ საუბრებმა სერიოზული ხასიათი მალევე მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებით, მადრიდის „რეალმა“ სატურნირო ცხრილში 15 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი გაინაღდა, „ნაპოლი“ კი 7 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდრიგო: “მე, ბელინგემს და კვარას შეგვიძლია მსოფლიო ფეხბურთის მომავალი ვიყოთ“
როდრიგო: “მე, ბელინგემს და კვარას შეგვიძლია მსოფლიო ფეხბურთის მომავალი ვიყოთ“