ლივერპული, იურგენ კლოპი, დიოგუ ჟოტა, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

კლოპმა დაადასტურა - ჟოტა და ალისონი ტრავმირებულები არიან

  პრემიერ ლიგის გასულ ტურში ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

მერსისაიდული გრანდისთვის არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. როგორც აღმოჩნდა, ჟოტა და ალისონი ტრავმირებულები არიან. ამის შესახებ ირგენ კლოპმა განაცხადა.

კლოპი:

„ორივე ფეხბურთელი ხელმიუწვდომელია. ალისონის შემთხვევა შედარებით მარტივია, თუმცა ის არც ხვალ ითამაშებს და არც კვირას. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით გამოჯანმრთელდება. ჟოტაზე ვერაფერს გეტყვით.“

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ შემდეგ მატჩს ევროპის ლიგაზე, საკუთარ კედლებში „ლასკის“ წინააღმდეგ გამართავს.

ასევე შეგახსენებთ, იურგენ კლოპის გუნდი პრემიერ ლიგაში 28 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. „ლივერპული“ მეორე პოზიციაზე მყოფ სიტის ერთი, ხოლო პირველ ადგილოსან „არსენალს“ 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ნიუკასლის ვიდეორეფერის კიდევ ერთ მატჩზე უნდა ემუშავა, მაგრამ თამაშს ჩამოაშორეს
პსჟ-ნიუკასლის ვიდეორეფერის კიდევ ერთ მატჩზე უნდა ემუშავა, მაგრამ თამაშს ჩამოაშორეს