მადრიდის რეალი, მაურო იკარდი, გალათასარაი
Aa
Aa

აგენტი მადრიდშია - იკარდის სამეფო კლუბში ტრანსფერი რეალურია

როგორც მოგეხსენებათ, „სამეფო კლუბში“ ტრავმების ეპიდემიაა. გუნდს ერთბაშად რამდენიმე ლიდერი ჰყავს დამტვრეული, მათ შორის ვინისიუს ჯუნიორი.

აქედან გამომდინარე, „რეალის“ შეტევა მნიშვნელოვნად შესუსტებულია. „ბლანკოსს“ გაძლიერება სჭირდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მადრიდული პრესა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ შესაძლოა „რეალში“ მაურო იკარდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდეთ.

წყაროს ცნობით, არგენტინელი თავდამსხმელის აგენტმა ლეტერიო პინომ განაცხადა, რომ ის ახლა მადრიდში იმყოფება. ოფიციალური შეთავაზება იკარდის თაობაზე ჯერ არ მიუღია, თუმცა „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს.

შეგახსენებთ, რომ იკარდი „გალათასარაიში“ 2022 წლიდან თამაშობს, თუმცა 2023 წელს ტრანსფერი ოფიციალურად შედგა, იქამდე კი იჯარის წესით ასპარეზობდა. დღემდე 30 წლის თავდამსხმელმა თურქული გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 47-ჯერ მოირგო, 39 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მალე დაბრუნდი, შენს გვერდით ვართ“ - კვარამ ოლივეირა გაამხნევა
“მალე დაბრუნდი, შენს გვერდით ვართ“ - კვარამ ოლივეირა გაამხნევა