ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“მალე დაბრუნდი, შენს გვერდით ვართ“ - კვარამ ოლივეირა გაამხნევა

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტას“ გაუტანა, ხოლო „ნაპოლიმ“ 2:1 მოიგო. მატჩის მიმდინარეობისას ერთი არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

39-ე წუთზე მატიას ოლივეირამ ტრავმა მიიღო და მაცარიმ მის ნაცვლად ჟუან ჟესუსი შეიყვანა. თავიდანვე ჩანდა, რომ ურუგვაელის დაზიანება მძიმე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მას მუხლი აქვს დაზიანებული, ხოლო ტრავმის ხარისხი სულ მალე გახდება ცნობილი.

„პარტენოპეიში“ ოლივეირას ტრავმაზე ძალიან ნერვიულობენ და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც ურუგვაელი უკანახაზელი „ინსტაგრამის“ სთორის მეშვეობით გაამხნევა.

„მალე დაბრუნდი, ჩვენ შენს გვერდით ვარ.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ქართველმა ვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება „პარტენოპეის“, მოქმედი ჩემპიონი სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. მაცარის გუნდი შემდეგ ტურში „ინტერს“ უმასპინძლებს, ხოლო იქამდე ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალს“ ესტუმრება.

ხვიჩას ყველა მომენტი „ატალანტასთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გასპერინი: “რთულია იმის გაანალიზება, თუ როგორ წავაგეთ ეს მატჩი“
გასპერინი: “რთულია იმის გაანალიზება, თუ როგორ წავაგეთ ეს მატჩი“