ნაპოლი, ატალანტა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

იტალიელი ჟურნალისტი: “კვარა ფეხებში ჩარტყმულ ტკივილს იტანდა“

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ნაპოლი“ „ატალანტას“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ამ მნიშვნელოვან გამარჯვებაში თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელმაც ბერგამოელთა კარში თავური დარტყმით გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის მიმდინარეობისას, ქართველი ფეხბურთელის მიმართ „ატალანტას“ ფეხბურთელები ხშირად უხეშობდნენ. ამ კუთხით განსაკუთრებით ჰატებორი გამოირჩეოდა. თამაშის დასრულების შემდეგ, „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ზილიანიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ზილიანიმ?

„საბედნიეროდ, ჰატებორი მოედანზე 33-ე წუთზე შევიდა, რადგან მატჩის ორი ნახევრის განმავლობაში ხვიჩას არაფერი გაუკეთებია მტკივნეული ვარდნებისა და ფეხზე დაბიჯებების ატანის გარდა. მსაჯს რეაგირება არ ჰქონდა და ბარათიც კი არავისთვის უჩვენებია. შეგიძლიათ თქვათ, რომ მსაჯთა კომიტეტში ფიქრობენ, რომ გულშემატკივრები სტადიონზე კვარას საყურებლად კი არ დადიან, არამედ ჰატებორის.“

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონს 24 ქულა დაუგროვდა. შემდეგ ტურში „ნაპოლი“ „ინტერს“ უმასპინძლებს, თუმცა იქამდე ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალს“ ესტუმრება.

ხვიჩას ყველა მომენტი „ატალანტასთან“


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მეტი დრო მექნება ხვიჩასთან სამუშაოდ“ - მაცარი ატალანტასთან მატჩის შემდეგ
“მეტი დრო მექნება ხვიჩასთან სამუშაოდ“ - მაცარი ატალანტასთან მატჩის შემდეგ