ნაპოლი, ატალანტა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“უხეშობის გამო ლამაზი თამაში გვერდზე გადადო და პრაგმატული გახდა“

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ნაპოლი“ „ატალანტას“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ამ მნიშვნელოვან გამარჯვებაში თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელმაც ბერგამოელთა კარში თავური დარტყმით გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიურმა გამოცემებმა კვარაცხელიას თამაში შეაფასეს.

Tuttomercatoweb:

„ყველა გაგებით, გამოიყენე შენი თავი!! მატჩის მიმდინარეობისას, უხეშად თამაშის გამო იძულებული გახდა ლამაზი თამაში გვერდზე გადაედო. ბევრი საჭირო პასი გააკეთა და პრაგმატული გახდა. მაშინაც კი, როცა არ ბრწყინავდა „ატალანტას“ მაღალი წნეხის გამო გოლი გაიტანა და გადამწყვეტი ფეხბურთელი გახდა.“

CalcioNapoli24:

„კარგად გამოჩნდა, რომ ხვიჩა ლავეციზე მეტად იწევს დაცვაში. მე-19 წუთზე ლუკმანს სწორედ კვარაცხელია დაუპირისპირდა. ბევრი დრიბლინგი არ გვინახავს, მაგრამ მან მაქსიმალურად გამოიყენა თავისი ეპიზოდი და თავით გოლი გაიტანა. ბოლო წუთებში, ბურთი ხშირად ჰქონდა და თანაგუნდელებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.“

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონს 24 ქულა დაუგროვდა. შემდეგ ტურში „ნაპოლი“ „ინტერს“ უმასპინძლებს, თუმცა იქამდე ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალს“ ესტუმრება.

ხვიჩას ყველა მომენტი „ატალანტასთან“


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას 1 მოგერიება - უგოლო ფრე სელტასთან
მამარდას 1 მოგერიება - უგოლო ფრე სელტასთან