ნაპოლი, ატალანტა, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

ხვიჩას გოლი და ოსიმენის საგოლე პასი - ნაპოლიმ ატალანტას მოუგო

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ნაპოლი“ „ატალანტას“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ამ მნიშვნელოვან გამარჯვებაში თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა.

პირველ ტაიმში, ინიციატივა სტუმრებმა აიღეს და არაერთი მწვავე იერიში განახორციელეს. უპირატესობა კი ტაიმის მიწურულს გოლად აქცია. ქართველმა ფეხბურთელმა ბერგამოელებს ბრწყინვალე თავური დარტყმით გაუტანა.

მეორე ნახევარში უპირატესობა მასპინძლები დაეუფლნენ და 53-ე წუთზე ლუკმანმა წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ, კვლავ გასპერინის შეგირდები უტევდნენ და გოლიც გაიტანეს, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს, „პარტენოპეიმ“ მეტოქის მცველების შეცდომით ისარგებლა. ოსიმენი ბრწყინვალედ გაერკვა სიტუაციაში და ელმასს საგოლე პასი გაუკეთა. შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დღეს დაბრუნდა. საბოლოოდ 2:1 და ვალტერ მაცარის წარმატებული დაბრუნება გამოუვიდა.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონს 24 ქულა დაუგროვდა. შემდეგ ტურში „ნაპოლი“ „ინტერს“ უმასპინძლებს, თუმცა იქამდე ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალს“ ესტუმრება.

ხვიჩას ყველა მომენტი "ატალანტასთან"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანური მედია: “მამარდაშვილი ორ პრემიერ ლიგის გუნდს სურს“
ესპანური მედია: “მამარდაშვილი ორ პრემიერ ლიგის გუნდს სურს“