გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი
Aa
Aa

მიქაუტაძე კვლავ სკამზე იქნება - ნიდერლანდური მედია

ნიდერლანდური Algemeen Dagblad-ის ინფორმაციით, „აიაქსის'' მთავარი ფორვარდი ბრაიან ბრობი სასტარტოში თამაშისთვის მზად არაა, მას ტრავმა აწუხებდა და ჯერ ფიზიკური ფორმა სათანადოდ ვერ აღიდგინა. მიუხედავად ამისა, მიქაუტაძე არნემის „ვიტესთან''სასტარტოში არ ითამაშებს, ცენტრფორვარდის პოზიციაზე ჩუბა აკპომს ვიხილავთ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, მიქაუტაძემ „აიაქსის“ მაისურით 6 შეხვედრა ჩაატარა და საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე სულ 223 წუთი გაატარა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრაქტიკულად არ უთამაშია.

„აიაქსი'' - „ვიტესი'' დღეს ღამით, 00:00 საათზე დაიწყება.

La Tribune Olympienne-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი, ვის გადაბირებაზეც „მარსელი“ ფიქრობს, „აიაქსის“ ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძეა. ამსტერდამული კლუბი მზადაა, მიქაუტაძე იჯარის წესით გაუშვას და მას რამდენიმე მსურველი ჰყავს, რომელთა რიგებსაც „მარსელიც“ შეემატა.

La Tribune Olympienne-ის მიხედვით, ფრანგული კლუბი გიორგის გარშემო შექმნილ ვითარებას აკვირდება და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოლოდინშია. „მარსელის“ გარდა, მიქაუტაძე ახლო წარსულში „ლაციოს“, „მეცსა“ და „ლიონს“ დაუკავშირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები