სანდრო მამუკელაშვილი, ზაკ კოლინსი
Aa
Aa

„ყოველთვის მზადყოფნაშია“ | სან ანტონიოს კალათბურთელმა მამუზე ისაუბრა

„სან ანტონიო სპურსის“ ცენტრმა, ზაკ კოლინსმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა. კოლინსმა დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც, „მამუს“ ბევრი დრო არ ეძლევა და ქართველი კალათბურთელის სათამაშო სტილზეც ისაუბრა.

„სანდრო არის ბიჭი, რომელიც ყოველთვის მზადყოფნაშია. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. გასულ სეზონში, შესანიშნავად თამაშობდა, წლეულს კი ჩვენი შემადგენლობისა და მწვრთნელთა მიერ გაწეული სამუშაოს გამო, როტაციაში ადგილი დაკარგა, რაც მისი ბრალი ნამდვილად არაა.

მამუკელაშვილს აგრესიული სათამაშო სტილი აქვს. პარკეტზე ყველაზე დიდი გაბარიტების მქონე ბიჭი არაა, მაგრამ ძალიან ძლიერია და როცა სამწამიანში შესვლას ცდილობს, მკერდის არეში ისე გირტყამს, გრძნობ. ეს დასაფასებელი რამაა და მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ“.

ცნობისთვის, მამუკელაშვილმა მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 5 შეხვედრაში მიიღო და პარკეტზე საშუალოდ 8.24 წუთი გაატარა. სანდრო საშუალოდ 3.2 ქულას, 2.4 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემასა და 0.2 დაფარებას აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოსთან სტუმრად თამაში რთული იქნება“ - ლუქსემბურგის ნაკრების თავკაცის კომენტარი
„საქართველოსთან სტუმრად თამაში რთული იქნება“ - ლუქსემბურგის ნაკრების თავკაცის კომენტარი