ვილი სანიოლი, ლევან შენგელია
Aa
Aa

1 ტრავმირებულით - საქართველოს ნაკრები ვალიადოლიდშია

17 ნოემბერს ღამით, საქართველოს ნაკრები ვალიადოლიდში ჩავიდა. 19 ნოემბერს ვილი სანიოლის გუნდი „ხოსე სორილიას“ სახელობის არენაზე ესპანეთს დაუპირისპირდება და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპს დაასრულებს.

შოტლანდიასთან მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს ლევან შენგელია დააკლდება, რომლის ადგილს სავარაუდოდ მარცხენა ფლანგზე ირაკლი აზაროვი დაიკავებს.

დღეს, ნაკრები მატჩის მასპინძელ არენაზე ვარჯიშს გამართავს, ასევე გაიმართება წინასამატჩო პრესკონფერენციაც.

შეხვედრა კვირას 23:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთთან მატჩისთვის ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“, თბილისი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი).

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, საუდის არაბეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“ პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი).

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, თურქეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი),

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: მაცარის სქემაში კვარა მთავარი მოქმედი პირი იქნება
Gazzetta: მაცარის სქემაში კვარა მთავარი მოქმედი პირი იქნება