ული ჰიონესი, ფეხბურთი საუდის არაბეთში
Aa
Aa

მათ მსოფლიო ფეხბურთში დომინაცია სურთ - ჰიონესი საუდის არაბეთზე

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ული ჰიონესმა Sky Deutschland-თან ინტერვიუში მსოფლიო ფეხბურთში საუდის არაბეთის გააქტიურებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საუდის არაბეთი ჩინეთისგან განსხვავებულია, რადგან საუდის არაბეთში ფეხბურთელთა გადაბირებისთვის ასტრონომიულ თანხებს ხარჯავენ. ჰიონესი გამოსავალს ტალანტებთან კომპეტენტურ მუშაობაში ხედავს.

„საუდის არაბეთში გადაწყვიტეს, რომ მსოფლიო ფეხბურთში დომინანტები გახდნენ. მათ აქვთ ის, რაც ჩინეთს არ ჰქონდა, ძალიან დიდი ფინანსური შესაძლებლობა და ამ თანხას ჩვენგან იღებენ, როცა მათგან ნავთობს ვყიდულობთ.

მსოფლიო ფეხბურთში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია ხდება. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რომ კონკურენტები ინგლისში, ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში გვყავდა, მაგრამ ახლა მსოფლიო ფეხბურთში სრულიად სხვა რაღაცები ხდება. მოულოდნელად გამოჩნდა საუდის არაბეთი, რომელიც უსაზღვრო თანხებს ხარჯავს.

გვჯერა რომ ჩვენს კლუბს იმ პრობლემების გადალახვა შეუძლია, რომლებიც საუდის არაბეთიდან, ინგლისიდან, ესპანეთიდან და იტალიიდან მოდის და ეს დიდი თანხების დახარჯვის გარეშე გავაკეთოთ. უმჯობესია ჩვენს ტალანტებზე ვიფიქროთ და მათ შორის კონკურენციაზე ვიზრუნოთ.

შენ მხოლოდ 11 ფეხბურთელით თამაში შეგიძლია, მსოფლიოში ძალიან ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა. უნდა ვეცადოთ, რომ მათ ცოდნა მივცეთ კომპეტენტური მუშაობით’’.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები