ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარას შოუ შოტლანდიასთან“ | როგორ გამოეხმაურა იტალიური პრესა ხვიჩას თამაშს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 ტურში შოტლანდიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა და ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტოებმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს. „კვარამ“ დუბლი მიითვალა და მის თამაშს იტალიური პრესაც გამოეხმაურა.

Sky Sport Italia: „მორიგი გოლი თავის სტილში. მორიგი გოლი ზუსტად კვარას სტილში. ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებს, შოტლანდიასთან მატჩში (2:2), დუბლით ულიდერა და საკუთარი თავი ვალტერ მაცარის (ნაპოლის ახალი თავკაცი) წარუდგინა, რომელიც თავისი ბრილიანტის თამაშს ნამდვილად არ გამოტოვებდა“.

Gazzetta dello Sport: „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. ჯვაროსნებს ჯგუფური ეტაპის მესამე ადგილზე დასასრულებლად მისი გამონათებები სჭირდებოდათ და კვარამ მოლოდინები არავის გაუცრუა. ნაპოლის შემტევმა შოტლანდიას დუბლი შეუსრულა“.

Sportitalia: „ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში ბრწყინავს. შესანიშნავი ფორმის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოახდინა და შოტლანდიასთან დუბლი მიითვალა. რთული და უგოლო პერიოდი ნამდვილად წარსულშია დარჩენილი. მართალია, გვიან, მაგრამ ხვიჩას სეზონი დაიწყო!

მეორე თავდამსხმელი იქნება? შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშებს? მარცხენა ფლანგზე დარჩება? აქამდე უჩვენებია, რომ შეუძლია, მომაკვდინებელი იყოს? ამ შეკითხვებზე პასუხი ვალტერ მაცარიმ უნდა გასცეს, რუდი გარსიას კი ქართველი ფეხბურთელი საუკეთესოდ ნამდვილად არ გამოუყენებია“.

Corriere dello Sport: „კვარაცხელიამ ვალტერ მაცარის საკუთარი თავი აი, ასე წარუდგინა: შესანიშნავი დუბლი შოტლანდიის წინააღმდეგ. ნაპოლის თავდამსხმელი მატჩის გმირი იყო და მისი მეორე გოლი განსაკუთრებით ლამაზი გახლდათ“.

Tuttonapoli: „კვარას შოუ შოტლანდიასთან. სუპერ დუბლი ნაპოლის ქართველი ფეხბურთელისგან, თუმცა, მისი ორი გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა - 2:2“.

Calcionapoli: „კვარაცხელიას შოუ! ნაპოლის შემტევმა საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩში დუბლი შეასრულა. აი, ასე წარუდგინა ხვიჩამ საკუთარი თავი ვალტერ მაცარის“.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში 7 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 8 ქულით მე-4 ადგილზეა და დასკვნით შეხვედრას 19 ნოემბერს ესპანეთში (23:45) გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაშლილი წვეულება, WIFI-ის პაროლი და კვარადონა | AS-ი ხვიჩაზე და შოტლანდიასთან მატჩზე
ჩაშლილი წვეულება, WIFI-ის პაროლი და კვარადონა | AS-ი ხვიჩაზე და შოტლანდიასთან მატჩზე