ხვიჩა კვარაცხელია, სკოტ მაკტომინეი
Aa
Aa

კვარა საუკეთესო იყო - რა შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ შოტლანდიის წინააღმდეგ გამართა და ბოლო წუთებზე გაშვებული დასანანი გოლით ფრედ 2:2 ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა ფეხბურთელთა შეფასებები, რომლებსაც Crystalsport-ი ტრადიციულად გთავაზობთ.

Whoscored: ხვიჩა კვარაცხელიამ ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება 8.7 მიიღო და მატჩის MVP-ის წოდებაც დაიმსახურა. ორივე გუნდების მხრიდან 7-ბალიან ნიშნულს კვარას გარდა სამი შოტლანდიელი გადასცდა: სკოტი მაკტომინეი, რომელმაც 7.2 მიიღო, შენკლენდი 7.2 და მაკლინი 7.1.

Sofascore: 8.0-ით კვარაცხელია აქაც მატჩის საუკეთესოდ დასახელდა. ჩვენი ნაკრებიდან 7-ბალამდე არავის მიუღწევია. რაც შეეხებათ შოტლანდიელებს, მაკტომინეის 7.5 ჰქონდა, მაკგინს 7.2, ცვლილებაზე შესულ შენკლენდსა და მაკლინს 7.4.

Flashscore: ამჯერადაც ხვიჩა მატჩის MVP არის - 8.3. ამჯერად 7-ს ოთარ კაკაბაძემ (7.2) და გიორგი ჩაკვეტაძემ (7.4) გადააჭარბეს. მეტოქის რიგებში მაკტომინეის ამჯერადაც 7.5 ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში 7 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 8 ქულით მე-4 ადგილზეა და დასკვნით შეხვედრას 19 ნოემბერს ესპანეთში (23:45) გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაშლილი წვეულება, WIFI-ის პაროლი და კვარადონა | AS-ი ხვიჩაზე და შოტლანდიასთან მატჩზე
ჩაშლილი წვეულება, WIFI-ის პაროლი და კვარადონა | AS-ი ხვიჩაზე და შოტლანდიასთან მატჩზე